ფორუმის შესახებ | GeoIGF 2017

2015 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა ინტერნეტ მმართველობის ფორუმი, რომელზედაც განხილული იყო ქვეყნის ინტერნეტ სივრცისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ღონისძიების დღის წესრიგის შემუშავებაში სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ჩართული იყო  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე.

2016 წლის დასაწყისში, ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ და ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ ინციატივით მოხდა პირველადი საინციტივო ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანდა საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ISOC-ის სქართველოს და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

2016 წლის 4 მაისს, ფორუმის საინიციატივო ჯგუფის მიერ,  საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის დარბაზში, ჩატარდა ფორუმის სადამფუძნებლო  შეკრება რომელზეც დამტკიცდა ფორუმის წესდება და არჩეული იქნა საორგანზიაციო კომიტეტი.

ინტერნეტ მმართველობის ფორუმში გაერთიანდა  30-მდე ორგანიზაცია და  ფიზიკური პირი, ხოლო ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტში  წევრად მონაწილეობის  სურვილი 16-მა პირმა გამოთქვა.

  • ფორუმის საქმიანობის უმთავრესი პრინციპებია:
  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში, დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტ-მმართველობის განხორციელების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
  • საერთაშორისო რეგულაციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • მომხმარებლების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
  • ინტერნეტ სექტორში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ღია დაშვების და მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;
  • ინტერნეტში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ლოკალური შინაარსის მოცულობის ზრდის განვითარების ხელშეწყობა.

ფორუმის წესდება ემყარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამდივნოს რეკომენდაციებს და და საუკეთესო პრაქტიკას და  გულისმხობს ფორუმის დღის წესრიგის შემუშავების  მრავალმხრივი ჩართულობის მოდელს, ფორუმის ორგანზიებას მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობით. ინტერნეტ მმართველობის ფორუმს საფუძვლად უდევს ყველა დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა, სადაც ჩართულია 5 დაინტერესებული ჯგუფი: მთავრობა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო – საგანმანათლებლო და ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ფორუმის ყველა მონაწილე თანამშრომლობს, როგორც თანაბარი დონის პარტნიორი.

ფორუმის აღმასრულებელი კომიტეტის შეკრება ჩატარდა მიმდინარე წლის 2 ივნისს, სადაც შეირჩა ფორუმის სამუშაო ჯგუფი, მასპინძელი ორგანზიაციები და კოორიდინატორი, 2016 წლის ღონისძიებისთვის. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ფორუმის დღის წესრიგის პროექტი. აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ასევე დამტკიცდა ღონსიძიების თარიღი -5 სექტემბერი. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ვებ გვერდის სატესტო ვერსია – www.geoigf.ge .

ფორუმის ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს ევროპის საბჭოს (CoE),  ISOC-ის ევროპული ოფისის, RIPE NCC-ის და ICANN-ის წარმომადგენლებმა, ასევე სსიპ “საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტომ”. ამ ეტაპისთვის კონტიბუტორებში მოიაზრება ლოკალური კომერციული კომპანიები და ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტო.