წესდება | GeoIGF 2017

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი
წესდება

1. შესავალი
1.1. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი იქმნება საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირების მიერ.ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა პირი წარმოადგენს ფორუმის წევრს;
1.2. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის წევრები აცნობიერებენ რა ყველა დაინტერესებული მხარის ინტერნეტ-მმართველობის დისკუსიებსა და პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობას, იწვევენ დაინტერესებულ მხარეებს და პირებს აღნიშნულ პროცესებში ჩართულობისთვის და მონაწილეობისთვის.

2. მისია
2.1. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს ინტერნეტ-მმართველობის საკითხებზე მრავალმხრივ დიალოგს და პროცესებისა და კონსულტაციების ღიაობას;
, ასევე ინტერნეტის მმართველობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნულით ფორუმს შეაქვს წვლილი ინტერნეთ მმართველობასთან დაკავშირებულ პროცესებში მრავალმხრივი ჩართულობის მიდგომის ჩამოყალიბებაში, როგორც მმართველობის დემოკრატიული ფორმის დამკვიდრებაში;
2.2 საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ინიციატივა აჩქარებს დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის, რაშიც მონაწილეობენ სამთავრობო, საპარლამენტო, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულმა ფორუმმა უნდა უზრუნვეყოს საქართველოს ინტერნეტის მმართველობის მრავალმხრივი ჩართულობის მოდელების დამკვიდრებისკენ სვლა.

3. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის პრინციპები
3.1 საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის სახელმძღვანელო პრინციპია:
• ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში, დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის განხორციელება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
• საერთაშორისო რეგულაციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
• მომხმარებლების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ პასუხიმსგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
• ინტერნეტ სექტორში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
• ღია დაშვების და მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;
• ინტერნეტში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ლოკალური შინაარსის მოცულობის ზრდის განვითარების ხელშეწყობა.
3.2. ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის მიერ შეთანხმებული რეკომენდაცია და მიწოდება, უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს.

4. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ინციატივის მიზნები
4.1. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი იქმნება საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისთვის, მათი განხილვისთვის და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
4.2. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ინციატივა ემყარება საინფორმაციო საზოგადეობიდან, ქვემოდან-ზემოთ მომდინარე ინციატივებს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მიდგომის პრინციპებს. ის მიზნად ისახავს:
• ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და განხილვაში;
• გამოკვლევებისთვის ან მოსაზრებების მოწოდებისთვის, შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონული საშუალებები;
• უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის უშუალო ან დისტანციური ჩართულობა ფორუმის ან სხვა მსგავსი ღონისიძიების მიმდინარეობისას;
• უზრუნველყოს სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების ჩართულობა.
4.3 ფორუმის შინაარსი უნდა ასახავდეს ყველა ჯგუფის ინტერესებს, უნდა იყოს დაბალანსებული მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, გამომდინარეობდეს ყველა მხარის ინტერესებიდან და ემყარებოდეს ადგილობრივ საჭიროებებს. ფორუმის ღონსიძიების პროგრამა არ უნდა პასუხობდეს მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს.

5. ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის სტრუქტურა
5.1 ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ფუძნდება ამ დოკუმენტის ხელმომწერი პირების ან მათი წარმომადგენლების მიერ (შემდგომში „ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოება“). მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხორციელდება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და არ წარმოშობს რაიმე ტიპის ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს. ამ საზოგადოების წევრობა ღიაა და მიმართვის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული პირი ხდება მისი წევრი მიმართვის წარდგენისთანავე;
5.2 „ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოება“ ამ წესდებით დადგენილი წესით, საორგანიზაციო საკითხების მოსაწესრიგებლად, ერთი წლის ვადით, ირჩევს საქართველოს „ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის კომიტეტს“ (შემდგომში „კომიტეტი“), ამ წესდების 5.3 მუხლით დადგენილი პარიტეტული ქვოტების მიხედვით;
5.3. კომიტეტში დაინტერესებული პირები ნაწილდება შემდეგ 5 (ხუთი) ჯგუფად: სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო, აკადემიური (ასევე ტექნიკური დარგის ექსპერტები და ინფორმაციული საზოგადოების წარმომადგენლები) და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5.4 საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის კომიტეტში წარმომადგენლებს შეარჩევენ „ინტერნეტ- მმართველობის საზოგადოების“კრების დამსწრე პირები, მათ ინტერესეთა ჯგუფში წარმოდგენილი პირებიდან.
5.5 კომიტეტი:
– ამტკიცებს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის წლის განმავლობაში გასამართი ღონისძიების სამოქმედო გეგმას და დღის წესრიგს;
– თავისი შემადგენლობიდან, საორგანიზიაციო და სხვა მიმდინარე საკითხების მომზადების მიზნით, შეარჩევს ღონსიძიების საორგანიზაციო ჯგუფს, მათ შორის ღონისძიების მასპინძლებს;
– ამტკიცებს სამუშაო გეგმას და გეგმის შესრულების გრაფიკს.
5.6 სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან როგორც „მასპინძელი“ ორგანიზაციების თითო წარმომადგენელი (სულ 2 წარმომადგენელი), ასევე 3 წარმომადგენელი კომიტეტის თემატური ჯგუფებიდან. კომიტეტს, საქმიანობის კოორდინირების მიზნით, ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, რომლის ვალდებულებებში შედის საორგანიზაციო და სხვა მიმდინარე საკითხების მომზადების კოორიდნაციის უზრუნველყოფა, საბჭოს წევრების და ფორუმის წევრების ინფორმირება ყველა მიმდინარე საკითხის და სიახლის შესახებ;
5.7 ინტერნეტ-მმართველობის ფორუმს ჰყავს მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომელთა წვლილი განისაზღვრება სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობით, მათ შორის ღონისიძიების ცალკეული მიმართულებების დაფინანსებით. მხარდამჭერ ორგანიზაციებს არა აქვთ უფლება, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინონ ფორუმის დღის წესრიგის განსაზღვრაზე;
5.8 ფორუმის ყველა რგოლში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით.

6. მხარეების ჩართულობა
6.1 კომიტეტი
კომიტეტი, ღონისძიების დღის წესრიგის შესადგენად ინტერნეტ საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მოსაზრებების და ხედვის მოსაპოვებლად, უზრუნველყოფს ონლაინ გამოკითხვების სივრცის ორგანიზებას, ინფორმაციის შეგროვებასა და დაჯგუფებას.
6.2 კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, კომიტეტეტის წევრებთან ერთად, კოორდინაციას უწევს სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას. ამასთანავე, იგი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საორგანზიაციო საქმიანობის საკითხების ჩამოყალიბება-განაწილების, ლოგისტიკის, დღის წესრიგის დიზაინის, სათანადოდ გაშუქებისა და სპონსორების მოძიების მიმართულებით.
6.3 კომიტეტის წევრები შეიმუშავებენ სამუშაო გეგმასა და დღის წესრიგს, რომლებსაც დასამტკიცებლად წარუდგენენ კომიტეტს. საორგანიზაციო კომიტეტი ქმნის ვებ-პლატფორმას და ორგანიზებას უწევს ადგილობრივ ან რეგიონულ საჯარო შეხვედრებს ღონისძიების წინამოსამზადებელი საკითხების შესაჯერებლად.
6.4 საქართველოს ინტერნეტ-მართვის ფორუმის კომიტეტი ყოველწლიურად აკომპლექტებს მოხალისეების გუნდს.

7. ფორუმის ჩატარების ადგილი და სივრცე,
კომიტეტი ფორუმის მასშტაბებიდან გამომდინარე შეარჩევს ღონისძიების ადგილს. ორგანიზატორები უნდა შეეცადონ, შეძლებისდაგვარად შეამცირონ ფორუმის ჩასატარებელი ბიუჯეტი.
8. ფორუმის მედია მხარდაჭერა და ბრენდინგი
ფორუმის ჩატარდება IGF-საქართველოს ან GEO IGF-ის სახელის ქვეშ. ფორუმის ვებ-გვერდის მისამართი იქნება www.geoigf.ge. მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსდება ფორუმთან დაკავშირებული ინფორმაცია.

9. მხარდამჭერები და ფინანსირება
9.1 მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ცხადად იქნება განმარტებული ფორუმის მიზნები და ამოცანები. ფორუმის ფინანსირებისას გამოყენებული იქნება მატერიალური ან ფულადი შემოწირულობების ფორმა,
9.2 ფორუმის ორგანიზატორები გამჭვირვალედ წარმართავენ ფინანსური სახსრების მიმოქცევის მონიტორინგს და საბოლოო ანგარიშში ასახავენ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.

10. ღონისძიების შემდგომი პერიოდი და სამოქმედო გეგმა
ღონისძიების დასასრულს, შეიქმნება საანგარიშო დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა რეკომენდაცია ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხების გარშემო.
მოცემულ დოკუმენტში შესული რეკომენდაციები დაკავშირებული იქნება გადამწყვეტ საკითხებთან და ამასთან ერთად, დოკუმენტში იქნება აღწერილი სამოქმედო გეგმა თითოეულ ამ საკითხთან მიმართებაში.