თბილისი ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს | GeoIGF 2017

თბილისში​ ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმის IGF 2017-ის მეორე სასესიო დღე გაიხსნა, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებიან.

ფორუმის მთავარი თემებია – საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა, საქართველო და ევროკავშირის ახალი რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ე.წ. „Fake news“.

ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ფორუმზე განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მისი თქმით, ინტერნეტმმართველობის ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და უცხოელი სტუმრებისთვის წარმატებული იქნება.

მასალის წყარო: 1tv.ge