თბილისში ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი გაიხსნა | GeoIGF 2017

11 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი IGF 2017 გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ფორუმის მთავარი თემებია საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

11 სექტემბერი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ტრენინგებსა და სხვა შეხვედრებს ეთმობა.

წლევანდელ წელს ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ- კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტ რეგისტრატორის (RIPE NCC), ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

წყარო: imedinews.ge