GeoIGF | საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

GeoIGF 2018

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი

 

ფორუმის შესახებ

2017 წლის 27 მარტს, ფორუმის საინიციატივო ჯგუფის მიერ,  ფონდი ღია საზოგადოების შენობაში, ჩატარდა ფორუმის სადამფუძნებლო  შეკრება, რომლის დროსაც საორგანიზაციო საკითხები იქნა განხილული და დამტკიცდა საორგანიზაციო კომიტეტის განახლებული შემადგენლობა. 2017 წლის საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ჩატარება ამავე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. აღნიშნული შეხვედრის დროს, ინტენრეტ მმართევლობის ფორუმს ორი ახალი წევრი: ზვიად ქორიძე და არასამეწარმეო ურიდიული პირი „საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი“ (GIX) შეუერთდა.

საორგანიზაციო კომიტეტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC)
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ (TOA)
  • ISOC საქართველომ

2018 წლის ინტერნეტ მმართველობის ფორუმის კოორდინატორად არჩეული იყო „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2018 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.

ხედვა

ინტერნეტის უნივერსალიზაცია

მისია

ინტერნეტის მმართველობაში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვით ისეთი მიდგომების შემუშავების ხელშეწყობა, რომლებიც ემყარება გამოხატვის თავისუფლებას, ინოვაციურობას, უსაფრთხოებას, ღიაობას და პირადი მონაცემების დაცვას.

ფორუმის ამოცანები

• ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში, დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის განხორციელების ხელშეწყობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
• საერთაშორისო რეგულაციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
• მომხმარებლების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;
• ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;
• ინტერნეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
• ინტერნეტ სექტორში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
• ღია დაშვების და მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;
• ინტერნეტში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ლოკალური შინაარსის მოცულობის ზრდის განვითარების ხელშეწყობა.

მხარდამჭერები

COE-Logo-Quadri1ICANN.svg